ფეხბურთი

19:25 | 19.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

დეშამმა ფეკირის უხმო

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა იმ ფეხბურთელების ვინაობა დაასახელა, რომლებიც უახლოეს ორ ამხანაგურ მატჩში “მამლების” მაისურით ითამაშებენ.

ფრანგების რიგებში დებიუტი ექნება “ლიონის” თავდამსხმელს ნაბილ ფეკირის, რომელმაც ალჟირისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის არჩევანი გააკეთა და ამ უკანასკნელში ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ განაცხადში ყველაზე მეტი, ოთხი მოთამაშე “ლიონიდან” მოხვდა.

დეშამის 23-კაციანი სია ასე გამოიყურება:

მეკარეები:
უგო ლორისი (“ტოტენჰემი”), სტივ მანდანდა (“მარსელი”), სტეფან რუფიე (“სენტ-ეტიენი”);
მცველები: პატრის ევრა (“იუვენტუსი”), კრისტოფ ჟალე (“ლიონი”), ლორან კოშელნი (“არსენალი”), ბაკარი სანია (“მანჩესტერ სიტი”), მამადუ სახო (“ლივერპული”), კურტ ზუმა (“ჩელსი”), რაფაელ ვარანე (“რეალი”), ბენუა ტრემულინასი (“სევილია”);
ნახევარმცველები: მაქსიმ გონალონი (“ლიონი”), ჯეფრი კონდოგბია (“მონაკო”), ბლეზ მატუიდი (პსჟ), დიმიტრი პაიე (“მარსელი”), მორგან შნეიდერლენი (“საუთჰემპტონი”), მუსა სისოკო (“ნიუკასლი”);
თავდამსხმელები: მატიე ვალბუენა (მოსკოვის “დინამო”), ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”), ქარიმ ბენზემა (“რეალი”), ოლივიე ჟირუ (“არსენალი”), ნაბილ ფეკირი, ალექსანდრ ლაკაზეტი (ორივე “ლიონი”).

ფრანგები 26 მარტს ბრაზილიას ეთამაშებიან პარიზში, ხოლო 29-ში დანიას გაეჯიბრებიან სენტ-ეტიენში.

0.113315