როგორც ვებგვერდი batumelebi იუწყება, ბათუმის სტადიონის მშენებლობის პარალელურად ანგისაში სპორტული ბაზის მშენებლობა დაიწყება. აღნიშნული ფაქტი ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში სტადიონის მშენებლობის გამარჯვებული პროექტის წარდგენისას დაადასტურა.
“სპორტული ბაზის პროექტში კონსტრუქციული ცვლილებები შეგვაქვს. თვის ბოლომდე მოვრჩებით დაზუსტებას და სავარაუდოდ მომდევნო თვის დასაწყისში, 14 აპრილამდე, ტენდერს გამოვაცხადებთ”, - აღნიშნა ერმაკოვმა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის მერიამ ანგისის მოედანზე სპორტული ბაზის მშენებლობაზე 2014 წლის 28 ნოემბერს გამოცხადებული ტენდერი ერთი თვის შემდეგ გააუქმა.