კალათბურთი

14:06 | 19.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბაქრაძის სამქულიანები და მარცხი ოვერტაიმში

ფინეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში გივი ბაქრაძის “ლაპუა კორიკობრატმა” სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფ “ჰელსინკი სიგულსს” დიდი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა, ოვერტაიმში 75:82 დამარცხდა.

ლაპუელთა მთავარი მწვრთნელი დერიკ კრეიტონი ქართველ უკანახაზელს ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ენდობა. ამ მატჩშიც გივიმ მოედანზე 22 წუთი დაჰყო და 6 ქულა და 1 ჩაჭრა მოაგროვა, სათადარიგოთა სკამზე კი 5 პერსონალური ფოლის მიღების შემდეგ გადაინაცვლა.

ბაქრაძემ 2-ვე სამქულიანი ჩააგდო, 4 ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

“კორიკობრატს” 10 მოგების წილ 23-ე მარცხი მოუგროვდა და 11-გუნდიან კორისლიიგაში მე-9 ადგილზე იმყოფება. ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო მატჩს 21 მარტს, სტუმრად, “კაუჰაიოკისთან” გამართავს.

0.117682