ჩოგბურთი

0:55 | 19.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ პირველი წრე დასძლია

საქართველოს პირველმა ჩოგანმა სოფო შაფათავამ, რომელიც იტალიის ქალაქ სოლარინოში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი, საწყისი რაუნდი დასძლია.

შაფათავა კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – ფრანგ კარლა ტოულის გაეჯიბრა და 6:1, 3:6, 6:2 იმარჯვა. მერვედფინალში სოფოს მეტოქე უნგრელი ანა ბოდნარი იქნება.

0.112744