ჩემპიონთა ლიგის ახალგაზრდულ გათამაშებაში დონეცკის “შახტარმა” ნახევარფინალში თამაშის უფლება 19 წლის ბექა ვაჩიბერაძის გოლით მოიპოვა. “შახტარის” 19 –წლამდე გუნდმა გასვლით მატჩში “ბენფიკას” თერთმეტმეტრიანებში სძლია.
ლისაბონში 42-ე წუთზე ჟოაო კარვალიოს გოლით “ბენფიკა” დაწინაურდა. 64-ე წუთზე ვასილ ვსტანდერმა ანგარიში გაათანაბრა. მატჩის დარჩენილმა ნაწილმა გოლის გარეშე ჩაიარა. თერთმეტმეტრიანებში გადამწყვეტი, მეხუთე გოლი ვაჩიბერაძემ გაიტანა და გუნდს გამარჯვება მოაპოვებინა.
მატჩში მონაწილეობა არ მიუღია “შახტარის” 19 წლის მცველ ილია იჩუაიძეს.