ლისაბონის “ბენფიკამ” მის საკუთრებაში მყოფი მარჯვენა მცველი ჟოაო კანსელო 15 მილიონ ევროდ შეაფასა. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური, პორტუგალიური და ბრიტანული გამოცემები ავრცელებენ.
მიმდინარე სეზონს ახალგაზრდა ფეხბურთელი “ვალენსიაში” ატარებს იჯარის წესით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით კანსელო “ღამურების” ძირითად მოთამაშედ არ ითვლება, კლუბის ხელმძღვანელობას მისი გამოსყიდვა სურს და ამისთვის 15 მილიონი ევროს გაღება მოუწევს.
ჟოაოს გაფორმება “ლოს ჩესთვის” იოლი არ იქნება, რადგან მისით ინგლისური გრანდები: “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ლივერპული” და “ჩელსი” ინტერესდებიან.
მიმდინარე სეზონში 20 წლის ფეხბურთელმა “ვალენსიას” რიგებში 9 შეხვედრა ჩაატარა.
იხილეთ ვიდეო ახალგაზრდა ტალანტზე: