ლონდონის “ჩელსის” მარცხენა მცველი ფელიპე ლუისი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა მადრიდის “ატლეტიკოში” დაბრუნდეს. აღნიშნულ ინფორმაციას რამდენიმე ბრიტანული და ესპანური გამოცემა ავრცელებს.
ფელიპე ლონდონურ კლუბში გასულ ზაფხულს გადაბარგდა, თუმცა ჟოზე მოურინიო ბრაზილიელ მცველს სეზარ აზპილიკუეტას ამჯობინებს და მას მხოლოდ მეორეხარისხოვან მატჩებში ათამაშებს, რითაც ფეხბურთელი უკმაყოფილოა და “სტემფორდ ბრიჯიდან” წასვლაზე ფიქრობს.
თავის მხრივ, ლუისის დაბრუნება “ატლეტიკოსაც” უნდა, რადგანაც კრისტიან ანსალდი ხშირად ტრავმიანობს, ხოლო გილერმე სიკეირა სტაბილურობით ვერ გამოირჩევა.
ლუისს “ჩელსისთან” მოქმედი კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს და 12 თებერვლის მონაცემებით 15.84 მილიონ ფუნტადაა შეფასებული. გასულ წელს ლონდონელებმა 29 წლის მცველში 17.6 მილიონი ფუნტი გაიღეს.
მიმდინარე პრემიერლიგაში ფელიპემ 11 შეხვედრა ჩაატარა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კარგია
ეს ნაბიჩვარი არ იყო ჩელსიში თუ არ გამიშვებთ ატლეს ბოიკოტს გამოვუცხადებო??? ხეხოს ახლა ჩელსი. ელჩეს და კორდობას ღირსიც არაა არათუ ატლეტიკოსი
ჰაა როგორია ესპანელი ასპილიკუეტას ტრა**** ყურება??
აბა რა გეგონა შე უჯიშო ბრაზილიელოოოოოო
ატლეტიკომაც არ უნდა დაიბრუნოს
სად გარბოდი შე ბრაზილიელო ძ უ Kნა?
არმომწონს ეს ფეხბურთელი ასპის ხელი არდაედოს ძირითადის კაცია იასნა წავა ეს