ფეხბურთი

20:51 | 18.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა ფუტსალისტებმა შესარჩევი მარცხით დაიწყეს

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რუმინეთში იმყოფება, სადაც 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ციკლის პირველი მატჩი გამართა. ქართველი ფუტსალისტები პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებთან 0:7 განადგურდნენ. პორტუგალიამ 7-დან 5 გოლი პირველ ტაიმში გაიტანა.

ამავე ჯგუფის მეორე მატჩი ყაზახეთი - რუმინეთი ახლა მიმდინარეობს.

საქართველოს ნაკრები ხუთშაბათს, თბილისის დროით 20:15 საათზე, მასპინძელ რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 21 მარტს შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში, ყაზახეთის ეროვნულ გუნდს.

ჯგუფიდან პირველადგილოსანი პირდაპირ გადის 2016 წლის 2-13 თებერვალს სერბეთში გასამართ ფინალურ ეტაპზე, ხოლო ჯგუფში მეორეადგილოსნები და საუკეთესო მესამეადგილოსანი ერთმანეთს 15-22 სექტემბერს ერთმანეთს პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან.

საქართველო – პორტუგალია 0:7 (0:5)

საქართველო: სასატარტო 5-ეული: კეფაშვილი, ძაბირაძე, ალთუნაშვილი, ნიშნიანიძე, რონი. სათადარიგოები: ჭანუყვაძე, ლუკავა, კობიძე, სებისკვერაძე, მაისაია, ბობოხიძე, ჯვარაშვილი, ზედელაშვილი

პორტუგალია: ტიაგო, პაულინიო, ჯოაო მატოსი, რიკარდინიო, პედრო კარი, ანდრე სოუსა, ტიაგო ბრიტო, არნალდო პერეირა, კარდინალი, ჯო, მარიო ფრეიტასი, ფაბიო სესილიო, ვიქტორ უგო, ბრუნო კოელიო

გოლები: 1:0 კარდინალი (10), 2:0 კოელიო (16), 3:0 რიკარდინიო (18), 4:0 ჯო (19), 5:0 რიკარდინიო (20), 6:0 პედრო კარი (35), 7:0 პაულინიო (40)

19 მარტი

საქართველო – რუმინეთი 20:15

ყაზახეთი – პორტუგალია 16:45

21 მარტი

საქართველო – ყაზახეთი 19:00

პორტუგალია – რუმინეთი 21:30

0.12206