ფეხბურთი

19:02 | 18.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

 თბილისის “დინამო” ისევ ერთპიროვნული ლიდერია

ოთხშაბათს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩები გაიმართა. დღის გვიან შეხვედრებში თბილისის “დინამომ” “მეტალურგს,” “ტორპედომ”კი “ცხინვალს” ერთნაირი ანგარიშით – 2:0 მოუგეს. მანამდე, ბათუმის “დინამომ” ზედიზედ მეხუთედ გაიმარჯვა და რადგან “დილამ” ლანჩხუთში უგოლო ფრე ითამაშა, მეორე ადგილზე აინაცვლა. მოიგო “სამტრედიამაც. “ჩიხურამ” “კოლხეთი” გაანადგურა. მეგრულ დერბიში კი “ზუგდიდმა” “მერანს” აჯობა.

18 მარტი

სიონი (ბოლნისი) - შუქურა (ქობულეთი) 1:3 (1:2)

1:0 დავით საჯაია (16), 1:1 ლუის დორნელესი (32), 1:2 პაულო მარტინსი (45), 1:3 ადრიან პუკანიჩი (48)




ჩიხურა (საჩხერე) - კოლხეთი (ფოთი) 5:1 (1:1)

1:0 ლაშა კუჭუხიძე (27), 1:1 შოთა ჯიქია (37), 2:1 თორნიკე მუმლაძე (81), 3:1 ლაშა კუჭუხიძე (84), 4:1 გია ჩადუნელი (89საკ. კარში), 5:1 მიხეილ სარდალიშვილი (90,პენ)




გურია (ლანჩხუთი) - დილა (გორი) 0:0




სამტრედია - ზესტაფონი 3:0 (1:0)

1:0, 2:0 თორნიკე კაპანაძე (19,60), 3:0 დავით კვირკველია (90)






დინამო (ბათუმი) - ვიტ-ჯორჯია (თბილისი) 2:1 (1:0)

1:0 გიორგი ქავთარაძე (5), 1:1 ელგუჯა ლობჟანიძე (55), 2:1 გიორგი ბერიაშვილი (74)



ზუგდიდი - მერანი (მარტვილი) 3:0 (3:0)
1:0 ლაშა ღონღაძე (35), 2:0 შოთა ლომია (37), 3:0 ლევან წურწუმია (44)

ტორპედო (ქუთაისი) - ცხინვალი 2:0 (2:0)
1:0 ირაკლი კლიმიაშვილი (28), 2:0 ბექა ტუღუში (32, პენ)

გაძევება: ნიკა კაჭარავა (63)

დინამო (თბილისი) - მეტალურგი (რუსთავი) 2:0 (2:0)
1:0, 2:0 გიორგი ჩირგაძე (17, 25)

1. დინამო თბ. 20 13 2 5 34:17 41
2. დინამო ბთ. 20 12 3 5 26:16 39
3. დილა 20 11 5 4 29:15 38
4. სამტრედია 20 10 4 6 25:15 34
5. ცხინვალი 20 10 3 7 20:25 33
6. ჩიხურა 20 8 6 6 26:22 30
7. გურია 20 7 8 5 19:25 29
8. შუქურა 20 7 6 7 21:20 27
9. ტორპედო 20 5 9 6 22:21 24
10. მეტალურგი 20 6 6 8 19:21 24
11. ზესტაფონი 20 5 8 7 37:33 23
12. მერანი 20 5 7 8 15:20 22
13. კოლხეთი 20 5 6 9 16:25 21
14. ზუგდიდი 20 5 6 9 13:23 21
15. სიონი 20 4 5 11 18:32 17
16. ვიტ ჯორჯია 20 3 4 13 17:27 13

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია)

8 - ირაკლი მოდებაძე (დილა)

7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა),

6 – დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი/სიონი), გიორგი ილურიძე, ირაკლი სიხარულიძე (ორივე - ზესტაფონი), შოთა ლომია (ზუგდიდი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლია ქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.0631