კალათბურთი

17:16 | 18.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“გოლდენ სტეიტი” ტომპსონს ერთი კვირით მოისაკლისებს

“გოლდენ სტეიტის” ერთ-ერთი ლიდერი კლეი ტომპსონი გუნდს ერთი კვირით გამოაკლდა. ტომპსონს კოჭის ტრავმა აქვს, რომელიც კალათბურთელმა “ლეიკერსთან” (108:105) მოგებულ მატჩში მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას San francisco Chronicle ავრცელებს.

კლეი ხვალ აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერთან “ალტანტა ჰოუქსთან” მატჩს გამოტოვებს.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ტომპსონმა ბოლო სამ სეზონში მხოლოდ 2 მატჩი გამოტოვა. მიმდინარე სეზონში “გოლდენ სტეიტის” მსროლელი საშუალოდ ერთ მატჩში 21.9 ქულას, 3.2 მოხსნას და 2.9 პასს აკეთებს.

შეგახსენებთ, რომ კლეი ტომპსონმა მიმდინარე სეზონში “საკრამენტოს” ერთ პერიოდში 37 ქულა ჩაუგდო, რაც ნბა-ს რეკორდია.

0.116295