ფეხბურთი

16:34 | 18.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

მატა შესაძლოა წარსულში დაბრუნდეს

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედისა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების 26 წლის შემტევი ნახევარმცველი ხუან მატა შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ესპანურ “ვალენსიაში” დაბრუნდეს.

როგორც ინგლისური ტაბლოიდი “მირორი” იუწყება, “ღამურების” მფლობელი პეტერ ლიმი და გუნდის პრეზიდენტი ამადეო სალვო გასულ კვირაში მანჩესტერში იმყოფებოდნენ და “მანკუნიანელებს” პირველი შეთავაზება წარუდგინეს, რომელიც 25 მილიონ ევროს შეადგენდა.

როგორც ცნობილია, მატას კარიერის საუკეთესო პერიოდი სწორედ “ესტადიო მესტალიაზე” აქვს გატარებული. 2007-2011 წლებში მან “ლა ლიგაში” ჩატარებულ 129 მატჩში 33 გოლი გაიტანა.

0.111677