ინგლისის პრემიერლიგის ბინადარი ლონდონის “არსენალი” ზაფხულში მილანის “ინტერის” ხორვატი ნახევარმცველის მატეო კოვაჩიჩის “ემირეით სთედიუმზე” გადაყვანას შეეცდება. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება.
არსენ ვენგერის გუნდი მზადაა “ნერაძურის” 20 წლის ბალკანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 24 მილიონი ევრო გადაუხადოს.
კოვაჩიჩმა მიმდინარე სეზონში იტალიის სერია A-ში 25 ჩატარებულ მატჩში 5 გოლის გატანა შეძლო. ბოლო დროს “არსენალის” გარდა, მას “მანჩესტერსა” და ლივერპულის “ევერტონს” უკავშირებდნენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ზოოფილ!! მო გვახტი რა!! კოვაჩიჩი იკარდი ინტერის მომავალია!! ბევრმა შეიძლება არ იცოდეს ამ ბიჭების თამაში მაგრამ მალევე დაამტკეცენ რომ დიდი ფეხბურთელები იქნებიან )) ფორცა ინტერ!
იოზილს დაგითმობთ სანაცვლოდ