ფეხბურთი

13:00 | 18.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

პანუჩი “ლივორნოს” გაწვრთნის

იტალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, “რომასა” და მადრიდის “რეალის” ყოფილი მცველი კრისტიან პანუჩი სერია B-ში მოასპარეზე “ლივორნოს” გაწვრთნის. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მან კლუბთან კონტრაქტი 2017 წლამდე გააფორმა.

31 ტურის შემდეგ, “ლივორნოს” სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილი უკავია, რომელიც სერია A-ში გადასასვლელ პლეი ოფში თამაშის უფლებას იძლევა, ხოლო მეორე ადგილზე მყოფ “ბოლონიას” 5 ქულით ჩამორჩება.

ბოლოს პანუჩი რუსეთის ეროვნულ ნაკრებში ფაბიო კაპელოს თანაშემწედ მუშაობდა, მაგრამ გუნდი სკანდალით დატოვა და დონ ფაბიო ღალატში დაადანაშაულა.

0.1208