კალათბურთი

11:34 | 18.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას მეთორმეტე ორმაგი დუბლი

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” გასვლით მატჩში “ნიუ ორლეანთან” 84:85 დამარცხდა. ბოლო წამზე ზაზას თანაგუნდელ ერსან ილიასოვას 3-ქულიანი რომ ჩაეგდო, “ბაქსი” მიმდინარე სეზონში 35-ე გამარჯვებას იზეიმებდა.

ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 24 წუთი და 20 წამი დაჰყო. ფაჩულიამ გუნდს 11 ქულა, 11 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 პასი და 1 ბლოკი შესძინა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 3 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო სროლა ჩააგდო. ისიც უნდა ითქვას, რომ ზაზამ 4 პერსონალური ჯარიმა მიიღო, ბურთი ორჯერ დაკარგა და 2-ჯერ დააფარეს.

მიმდინარე სეზონში ფაჩულიამ მეთორმეტე ორმაგი დუბლი შეასრულა.

მატჩში ყველაზე მეტი 20 ქულა “ნიუ ორლეანის” ცენტრმა ენტონი დევისმა ჩააგდო.

ჯეისონ კიდის შეგირდები 34 მოგებით და 33 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზე იმყოფებიან. “ბაქსი” უახლოეს მდევარ “ინდიანას” 4 მოგებით უსწრებს.

0.104586