სუპერლიგისა და მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი კალათბურთელი, “ქუთაისი-2010”-ის უკანახაზელი ბუბა კვიმსაძე დისკვალიფიკაციის გამო “დინამოსთან” ვერც 21 მარტს ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ითამაშებს.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” სპკ-ს წევრმა, ვეტერანმა კალათბურთელმა ვალერი ლომაძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ “დინამოს” და საქართველოს თასის ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში მოედნიდან გაძევებული კვიმსაძე სპკ-მ 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ბუბამ ერთი, თასის ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი “დინამოსთან” უკვე გამოტოვა. მეორე შეხვედრას კი ასევე “დინამოსთან” ამჯერად ეროვნულ ჩემპიონატზე გამოტოვებს.







