კალათბურთი

22:39 | 17.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

გამყრელიძე ავადმყოფობის გამო ვერ ვარჯიშობს

სუპერლიგისა და “დინამოს” ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, უკანახაზელი ლაშა გამყრელიძე გაციებულია და ამის გამო გუნდის ვარჯიშებში ვერ მონაწილეობს.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ განუცხადა.

ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი “დინამო” კარგ ფორმაში იმყოფება, მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია, ცოტა ხნის წინ კი საქართველოს თასის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში “დინამო” “ქუთაისი-2010”-ს მასპინძლობს, სადაც გამყრელიძის თამაში სათუოა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092859