ფეხბურთი

20:21 | 17.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ყენიას ქომაგები თბილად შეხვდნენ და გოლი მოუწონეს

პრაღის “სლავიას” შემტევმა ნახევარმცველმა ლევან ყენიამ გასულ შაბათს კლუბის გულშემატკივრებთან ტრადიციულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებამ ძალიან გაახარა.

“ნაკრებში დაბრუნება ძალიან მიხარია. საუცხოო იქნება თუ გერმანიასთან ვითამაშებ” – იუწყება “სლავიას” ვებგვერდი ყენიას სიტყვებს.

შაბათს, დღის მეორე ნახევარში ქართველი ფეხბურთელი “სლავიას” ქომაგებს შეხვდა, რომლებმაც მას პარასკევს “მლადა ბოლესლავთან” შინ წაგებულ (3:4) მატჩში საჯარიმო დარტყმით გატანილი გოლი შეუქეს.

ყენიამ “სლავიას” მარცხი სინანულით აღნიშნა:

“სამწუხაროდ, ფეხბურთში ასეთი რამ ხდება. ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, რომ 4:3 გაგვემარჯვა. 2:0 ვიგებდით, მაგრამ მეტოქემ პირველ ტაიმში ორი გოლი გაგვიტანა”.

ყენიამ გულშემატკივრებთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.

0.137939