ფეხბურთი

19:26 | 17.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლორია: “საბერძნეთში დავბრუნდები თუ არა, არ ვიცი”
ჯანლუკა მარინი: “ლორიათი საბერძნეთის ორი ყველაზე ცნობილი გუნდია დაინტერესებული”

ოფი-ს მეკარე გიორგი ლორიამ, რომელმაც საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურში კრეტელთა კარში დანიშნული სამი პენალტიდან ორი მოიგერია, ინტერნეტპორტალ gazzetta.gr-სთან თქვა, რომ კვირას საქართველოში ეროვნული ნაკრების შეკრებაზე მიემგზავრება და არ იცის ელადაზე დაბრუნდება თუ არა.

ლორიას როდესაც შეატყობინეს, რომ საბერნეთის ფეხბურთის ისტორიაში მეხუთე გოლკიპერი აღმოჩნდა, რომელსაც ერთ მატჩი ორი თერთმეტმეტრიანი აუღია, ქართველის რეაქცია ასეთი იყო:

“მართლა? მე ეს გავაკეთე? ჩემთვის საუცხოო სიახლეა და ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ჩემმა გუნდმა წააგო. ამის მიუხედავად, კარგია, რომ მეხუთე მეკარე ვარ, ვისაც ეს გაუკეთებია, რადგან არავინ იცის მომავალში რა იქნება. როგორც იცით, ოფი-ის “ბნელი” დრო უდგას.

- თუ გახსოვთ კარიერაში რამდენი პენალტი მოგიგერიებიათ?

- ერთ მატჩში ორი პენალტი პირველად ავიღე. საერთოდ, პირველად თერთმეტმეტრიანი საქართველოს თასზე მოვიგერიე. მაშინ, ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში კარი ორჯერ გადავარჩინე. საბოლოოდ კი, თასი მოვიგეთ.

- თქვენი მომავალი როგორ გესახებათ?

- ჩემი მომავლის შესახებ ვერაფერს გეტყვით. კვირას, 22 მარტს ეროვნული გუნდის შეკრებაზე მივემგზავრები და არ ვიცი, დავბრუნდები თუ არა. მანამდე, კლუბის ხელმძღვანელობას დაველაპარაკები. განვლილ მატჩში მხოლოდ 9 მინდვრის მოთამაშე გვყავდა და მეათე გაჭირვებით დავიმატეთ. მე თამაში და მიმდინარე სეზონის ოფი-ში დასრულება მსურს, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული. თუმცა, კარიერის სხვაგან გაგრძელების ვარიანტები მაქვს, რადგან ჩემი შეძენა წამყვან კლუბებს სურთ. ვნახოთ, რა იქნება. ოფი-ში სიტუაცია ტრაგიკულია, რასაც არ ველოდი.

- თუ საბერძნეთში კარიერის გაგრძელების შანსი გექნებათ, დარჩებით?

- საბერძნეთში დიდი კლუბებია, სადაც ნებისმიერი ფეხბურთელი ითამაშებდა, მაგრამ მათ სახელს ვერ დავასახელებ. ოფი-ს წყალობით საბერძნეთში ყველამ გაიგო ვინ ვარ და რა შემიძლია. ამას ყველამ პატივი უნდა სცეს.

ლორიას და გიორგი მერებაშვილის იტალიელმა მენეჯერმა ჯანლუკა მარინიმ gazzetta.gr-სთან განაცხადა, რომ ქართველი მეკარის გადაბირებით საბერძნეთის ორი ყველაზე ცნობილი კლუბია დაინტერესებული:

“საბერძნეთის ორი ყველაზე ცნობილი კლუბია ლორიათია დაინტერესებული. ჩვენ ამ წინადადებებს ვაანალიზებთ და ვნახოთ რა იქნება. ყოველ შემთხვევაში, მას ვურჩიე, რომ გერმანიის ნაკრებთან ითამაშოს და თუ ისევე გაირჯება როგორც “კერკირასთან”, ლორიათი სხვა კლუბებიც დაინტერესდებიან. მომავალ მატჩში დამკვირვებლები მთელი ევროპიდან ჩავლენ, განსაკუთრებით იტალიიდან და ინგლისიდან, რომლებიც გიორგის დააკვირდებიან”.

მარინიმ მერებაშვილის შესახებაც ისაუბრა:

“მერებათი” კარგი გუნდებია დაინტერესებული. მას დღეში 10 იმპრესარიო ურეკავს და ეუბნებიან, რომ კლუბს მოუძებნიან”.

0.113616