ფეხბურთი

17:43 | 17.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ თებერვალში “ევერტონში” საუკეთესოა

“ევერტონის” თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, გულშემატკივრებმა თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

განვლილ თვეში ბელგიელ ფორვარდს ინგლისის ჩემპიონატში გოლი არ გაუტანია, მაგრამ ევროპის ლიგის 1/16-ფინალში შვეიცარიულ “იანგ ბოიზთან” თავი კარგად გამოავლინა. მან სტუმრად ჩატარებულ მატჩში ჰეთ თრიქი შეასრულა, ხოლო შინ – დუბლი.

ლუკაკუს ჯილდო სასტუმრო “ჰილტონში” ლანჩის დროს გადასცეს. მიმდინარე სეზონში მან “ევერტონის” მაისურით ყველა ტურნირში 39 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.

0.112031