ფეხბურთი

17:17 | 17.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბენდტნერი ლორდი გახდა

ლონდონის “არსენალის” ყოფილმა თავდამსხმელმა დანიელმა ნიკლას ბენდტნერმა, რომელიც ამჟამად “ვოლფსბურგში” გამოდის, შოტლანდიელი ლორდის ტიტული ოფიციალურად მიიღო. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი Goal.com-ი იუწყება.

დანიურმა ჟურნალმა SE Og HOR-მა ბენდტნერს შოტლანდიურ გლენკოში 0,1 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი აჩუქა, რომელიც ფორვარდის სახელზე დაარეგისტრირა.

ამრიგად, ბენდტნერი შოტლანდიის ლორდი გახდა და თავისი მეტსახელი გაამართლა, რომელიც დანიელ ბარონესა კაროლინ ფლემინგთან რომანის დროს მიიღო.

მიმდინარე სეზონში 27 წლის თავდამსხმელმა ბუნდესლიგაში ჩატარებულ 14 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.

0.113482