ფეხბურთი

14:55 | 17.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძე სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

მოსკოვის “სპარტაკის” შემტევი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ინტერნეტპორტალ football.kulichki.net-ის ვერსიით, რუსეთის პრემიერლიგის მე-19 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

“ერთ-ერთი მათგანი, ვისი სასტარტო შემადგენლობაშიც დაყენებაც იაკინმა გარისკა, ქართველი ვუნდერკინდი იყო. ჯერ კიდევ შარშან შემოდგომაზე ისე ჩანდა, რომ “სპარტაკში” ანანიძის დღეები დათვლილია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთის თასზე შორეულ აღმოსავლეთში გაფრენაზე უარი თქვა. თუმცა, ზამთრის შესვენებისას ჯანომ ჭკუას მოუხმო და სასტარტოს ფეხბურთელი გახდა. დერბიში იაკინმა ახალგაზრდა ფეხბურთელი მინდორზე პირველი წუთიდან შეუშვა და ნდობა გაუმართლა.

ნომინალურად მარცხნივ გამწესებული ანანიძე, მთელ ფრონტზე მოქმედებდა. ხან ღრმად დაცვაში ჩადიოდა, ხან მარჯვნივ გადადიოდა. ნამდვილი კარუსელი დაატრიალა და “დინამოს” “გაბარიტული დაცვა” სწრაფი გადაცემებითა და ინდივიდუალური ტექნიკით ჩიხში მოაქცია. ორჯერ არცთუ ცუდად დაარტყა, ხოლო ერთ ეპიზოდში პენალტსაც ითხოვდა, რის საფუძველიც ჰქონდა”, - იუწყება football.kulichki.net-ი ანანიძის შესახებ.

0.115942