ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ეგვიპტურ კურორტ შარმ ელ შეიხში დაწყებულ 10-ათასიან ტურნირში ჩაება და კორტს მალევე დაემშვიდობა.
საწყის რაუნდში კალაშნიკოვა მე-7 ნომრად განთესილ ბულგარელ იულია ტერზისკას გაეჯიბრა და მხოლოდ 3 გეიმის მოგება მოახერხა – 0:6, 3:6. წყვილთა შეჯიბრში ოქსანა მონაწილეობას არ იღებს.