საქართველოს ფუტსალისტთა ეროვნული ნაკრები, რომელსაც ალიკ სარქისიანი წვრთნის, 18 მარტიდან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ციკლში ითამაშებს.
ტურნირი რუმინეთში ჩატარდება და მე-7 ჯგუფში მასპინძლების გარდა, ქართველები პორტუგალიისა და ყაზახეთის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.
მომავალი შესარჩევისთვის ფუტსალისტთა ნაკრები სპორტკომპლექს “არენა 1”-ში ასეთი შემადგენლობით ემზადებოდა.
მეკარეები: თ.ბუკია, დ.კეფაშვილი, გ.ახობაძე და ნ.ფხაკაძე.
მოედნის მოთამაშეები: ა.სებისკვერაძე, შ.თოფურია, ა.ძაბირაძე, შ.ჭანუყვაძე, გ.ალთუნაშვილი, ნ.ზედელაშვილი, ვ.ჯვარაშვილი, კ.მაისაია, დ.ბობოხიძე, ზ.ლუკავა, ი.თოდუა, გ.ნიშნიანიძე, რონი, გ.ნიკვაშვილი და ლ.კობაიძე.
18 მარტი
საქართველო – პორტუგალია 16:45 (თბილისის დროით)
რუმინეთი – ყაზახეთი 20:15
19 მარტი
საქართველო – რუმინეთი 20:15
ყაზახეთი – პორტუგალია 16:45
21 მარტი
საქართველო – ყაზახეთი 19:00
პორტუგალია – რუმინეთი 21:30
7 ჯგუფის გამარჯვებულები 2016 წლის 2-13 თებერვალს სერბეთში გასამართ ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდებიან. 7 მეორადგილოსანი და ერთი საუკეთესო მე-3 ადგილის მფლობელი 2015 წლის 15 და 22 სექტემბერს პლეი ოფში ითამაშებენ, რის შედეგად, ევროპირველობის კიდევ 4 მონაწილე გაირკვევა. მასპინძელი სერბეთი ტურნირში ავტომატურადაა დაშვებული.