ფეხბურთი

11:46 | 17.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

გოროზიამ “რუსენბორგთან” წააგო, ქვილითაია განაცხადში არ იყო

ესპანეთში შეკრებაზე მყოფმა ნორვეგიის საფეხბურთო ელიტსერიენში (უმაღლესი ლიგა) მოასპარეზე “სტაბეკმა”, სადაც გიორგი გოროზია გამოდის, ამხანაგური მატჩი “რუსენბორგთან” ჩაატარა და 0:4 დამარცხდა.

19 წლის ქართველი ნახევარმცველი, რომელიც ალექსანდრე ჩივაძე ახალგაზრდული ნაკრების მიერ თურქეთში ჩასატარებელ შეკრებაზე მიიწვია, “სტაბეკის” სასტარტო შემადგენლობაში იყო.

სომხეთის პრემიერლიგის მე-18 ტურში ერევნის “ულისმა” სახლში “არარატს” ვერ მოუგო. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ირაკლი ჭეჟიამ, ლევან ჯღარკავამ, გიორგი ხუბუამ, გალაქტიონ ზოიძემ და ირაკლი გეფერიძემ ითამაშეს. დავით ხურციძე თადარიგში იმყოფებოდა. ჭეჟია, ჯღარკავა და ხურციძე რუსეთის მოქალაქეები არიან.

უნგრეთის პირველი ლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-20 ტურში “დიორმა”, რომელშიც ფორვარდი გიორგი ქვილითაია ირიცხება, შინ “ლომბარდ პაპას” ვერ აჯობა – 0:0. 21 წლის ქართველი ლეგიონერი 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა. მიმდინარე სეზონში ქვილითაიამ “დიორში” 8 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. “დიორი” 25 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მეათეა.

0.112406