ფეხბურთი

18:34 | 16.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსს წარმატების ისევ სჯერა

მადრიდის "რეალის" ესპანელმა მცველმა სერხიო რამოსმა ესპანურ მედიასთან საუბარში თავისი გუნდის იტალიელი თავკაცი კარლო ანჩელოტი დაიცვა.

"ანჩელოტი მეტ პატივისცემას იმსახურებს, იმიტომ რომ მან გუნდთან ერთად ტიტულები უკვე მოიგო. იგი შესანიშნავი მწვრთნელი და კარგი ადამიანია.

ჩვენ ვცოცხლობთ, ისევ შეგვიძლია მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა. მჯერა, რთულ პერიოდს უკან მოვიტოვებთ", - განაცხადა რამოსმა.

ბოლო ხანებში კარლო ანჩელოტის მიმართ უკმაყოფილებას "რეალის" გულშემატკივრები ხმამაღლა გამოხატავდნენ.

0.128955