კალათბურთი

17:54 | 16.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ა" ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი

14 მარტს სტარტი აიღო ქართული კალათბურთისთვის ისტორიულმა „ა“ ლიგამ, რომელიც ეროვნულ ჩემპიონატთან ერთად მეორე პროფესიული ლიგაა საქართველოში. აღნიშნული ტურნირის დაწყებასთან ერთად ფუნქციონირება დაიწყო „ა“ ლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა.

პირველმა ტურმა აჩვენა, რომ „ა“ ლიგა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო იქნება. გულშემატკივართა ინტერესი სრულად იქნება დაკმაყოფილებული ვებ-მისამართზე: www.a-league.ge.

საიტზე თავმოყრილია გუნდების შემადგენლობები, ფოტოები, თამაშების სრული სტატისტიკა და წარმოებს მატჩების პირდაპირი ტექსტური ტრანსლაციები.

გულშემატკივარი „ა“ ლიგის მატჩებთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას მიიღებს. აღნიშნული საიტი ისევე ოპერატიულად განახლდება, როგორც ეს სუპერლიგის შემთხვევაში ხდება.

http://superleague.ge/ge/news/?uin=3101

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089531