ფეხბურთი

17:10 | 16.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვილიას პირველი გოლი MLS-ში (VIDEO)

ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ტურში “ნიუ იორკ სიტიმ” შინ “ნიუ ინგლენდ რევოლუშენი” მიიღო და ორი უპასუხო გოლი გაუტანა.

პირველი გოლი მატჩის მე-19 წუთზე გუნდის კაპიტანმა დავიდ ვილიამ გაიტანა, ხოლო 84-ე წუთზე მულინსს გაუკეთა საგოლე გადაცემა. ლეგენდარული ესპანელისთვის ეს პირველი გოლი იყო MLS-ში.

“ნიუ იორკ სიტის” ორი ტურის შემდეგ ოთხი ქულა აქვს და MLS-ის აღმოსავლეთ ზონაში პირველ ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკელებს 1 ივლისიდან ფრენკ ლამპარდიც შეუერთდებათ.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105942