"მანჩესტერ სიტის" ესპანელმა ნახევარმცველმა ხესუს ნავასმა თავისი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა.
- საუკეთესო თანაგუნდელი?
- დავიდ სილვა.
- ბავშვობის იდეალი?
- როგორც მოთამაშე, ლუიშ ფიგუ.
- საუკეთესო ვისთან ერთადაც გითამაშიათ?
- დავიდ სილვა, მაგრამ რთულია ერთი თანამემამულის გამოყოფა. მთელი ესპანეთის ნაკრები.
- საუკეთესო მცველი ვის წინააღმდეგაც გითამაშიათ?
- რა თქმა უნდა რობერტო კარლოსი.
- ჩოგბურთი მოგწონთ თუ სპორტის სხვა სახეობა?
- ჩოგბურთს ხშირად ვუყურებ. რაფა ნადალის გულშემატკივარი ვარ.
- რომელ გუნდს გულშემატკივრობდით ბავშვობაში?
- ყოველთვის "სევილიას".
- რა განსხვავებაა ინგლისსა და ესპანეთში თამაშის შორის?
- ინგლისში უფრო მაღალი ტემპია.
- საუკეთესო მომენტი ცხოვრებაში?
- ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონობა და ჩემი შვილის დაბადება.
- ფეხბურთს მიღმა რა ჰობი გაქვთ?
- ყველაზე მეტად ფილმების ყურება მიყვარს.
- საყვარელი ფილმი?
- "გლადიატორი".
- საუკეთესო მომენტი "მანჩესტერ სიტიში"?
- ლიგის თასის ფინალი 2014 წელს. მაშინ "სანდერლენდს" მესამე გოლი გავუტანე.
- რომელ გოლს გამოარჩევდით?
- რომელიც ანდრეს ინიესტამ გაიტანა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
Navasma tqva tu Statiis avtorma dawera martali ki aris epli yvelas jobia sanaxaobrivad
ხესუს ნავასს კი არა მგონი ამ სტატიის ავტორს ურჩევნია თორემ აბა ამ ინტერვიუდან სად ჩანს , რომ პრემეირლიგა ურჩევნია პრიმერა დივიზიონს ?![](/img/Smileys/4.gif)
თავისი აზრი გაგვანდო ავტორმა![](/img/Smileys/4.gif)
საუკეთესო ფილმი გლადიატორი![](/img/Smileys/4.gif)
მეტი არაქ ნანახი ალბათ
ეს სულ გამონავასებულა ინგლისში, პრემიერლიგის მაღალი ტემპი გამოჩნდა ევროტურნირებზე...![](/img/Smileys/4.gif)
ფაკტი ერთია რო ბარსელონა და რეალი ოსასუნებთან და ელჩებთან 10 % თავიანთ დზალას კიდე არ ხარჯავენ. და ინგლიში ნებისმიერის დამარცხები უნდა წაიხოს 80 % დზალა გუნდის) აბა რეალი 3 სასტავით კიდე გახევს ამ ჩემპიონშიპის გუნდებს როგორიც არიან ელჩე ლევანტე და ასეთი გუნდებს.