ჭადრაკი

16:15 | 16.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

კახა შალამბერიძემ მაქსიმალური შედეგი აჩვენა

დასრულდა ჭადრაკში ეროვნული ოსტატის უჩა ჩხუტიაშვილისადმი მიძღვნილი მე-4 საერთაშორისო ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში ქალებსა და კაცებს შორის, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლემ უმასპინძლა.

აღნიშნული ტურნირი საკმაოდ წარმომადგენლობითი გამოდგა და საერთაშორისო ოსტატის კახა შალამბერიძის გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ კახამ ყველა შეხვედრის მოგება შეძლო და 8 შესაძლებლობიდან ქულათა მაქსიმუმი დააგროვა. გამარჯვებულს 2 ქულით ჩამორჩა და მეორე ადგილი დაიკავა ქალთა შორის საერთაშორისო დიდოსტატმა ინგა ხურცილავამ, მესამე ადგილზე კი საერთაშორისო ოსტატი ნათია ჯანჯღავა გავიდა, რომელმაც 5 ქულა დააგროვა

0.120214