კალათბურთი

15:58 | 16.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“კავალიერსმა” ორლანდოში იმარჯვა (+VIDEO)

“ოკლაჰომამ” შინ “ჩიკაგოს” 109:100 მოუგო. მასპინძელთა რიგებში საუკეთესო რასელ უესტბრუკი გახლდათ, რომელმაც გუნდს 36 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასი შესძინა. “ოკლაჰომა” ამ მოგებით დასავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზე აღზევდა და ერთი მოგებით “ნიუ ორლენას”გაასწრო, რომელიც თავის მხრივ საკუთარ დარბაზში “დენვერ ნაგეტსთან” 111:118 დამარცხდა. მატჩი მეტად დაძაბულად წარიმართა. შეხვედრის ძირითადი დრო 101:101 დასრულდა. პირველი ოვერტაიმი 8:8, ხოლო მეორე დამატებით 5 წუთეულში “დენვერმა” 9:2 იმარჯვა. საბოლოოდ, დენვერელებმა 118:111 მოიგეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე უდავოდ ენტონი დევისი გახლდათ, რომელმაც გუნდს 36 ქულა, 14 მოხსნა და 7 პასი შესძინა.

“კლივლენდ კავალიერსმა” ორლანდოში ადგილობრივ გუნდს 123:108 მოუგო. “კავალიერს” კაირი ირვინგმა 33 ქულით ულიდერა. ლებრონმა მეტოქეს 21 ქულა ჩაუგდო. დევიდ ბლატის შეგირდები 43 მოგებით და 25 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე იმყოფებიან.

“სან ანტონიო” შინ “მინესოტას” დაუპირისპირდა. ჩემპიონებმა მეტოქე 123:97 გაანადგურეს. ტეხასელებმა გუნდური კალათბურთი ითამაშეს. “სან ანტონიოს” 8 კალათბურთელმა 10 ან მეტი ქულა ჩააგდო. მათ შორის ყველაზე მეტი 15 ქულა კავაი ლეონარდმა ჩააგდო. “სან ანტონიო” დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა.

“ოკლაჰომა” – “ჩიკაგო ბულზი” 109:100 (17:15, 30:32, 28:23, 34:30)

“ოკლაჰომა”: უესტბრუკი (36 ქ. 11 მ. 6 პ.), კანტერი (18 ქ. 18 მ.), ადამსი (14 ქ. 11 მ.), უეიტერსი (11 ქ.), მოროუ (11 ქ.), აუგუსტინი (11 ქ.), კოლინსი (4 ქ.), რობერტსონი (4 ქ.)

“ჩიკაგო”: მიროტიჩი (27 ქ.), გასოლი (20 ქ. 8 მ.), ნოა (15 ქ.), მური (12 ქ.), ბრუქსი (11 ქ.), სმელი (8 ქ.), ჰაინრიხი (4 ქ.), დანლივი (3 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=GvvL83cRsPE

“კლიპერსი” – “ჰიუსტონ როკეტსი” 98:100 (30:22, 20:36, 24:26, 24:16)

“კლიპერსი”: პოლი (23 ქ.), ბარნსი (19 ქ.), რედიკი (15 ქ.), გრიფინი (11 ქ. 11 მ.), ჰამილტონი (8 ქ.), რობინსონი (7 ქ.), დევისი (6 ქ.), რივერსი (4 ქ.), ჯორდანი (5 ქ. 20 მ.)

“ჰიუსტონი”: ჰარდენი (34 ქ. 7 მ. 7 პ.), არიზა (19 ქ.), ჯონსი (16 ქ. 12 მ.), ბევერლი (11 ქ.), მონტეიუნასი (9 ქ.), ბრიუვერი (7 ქ.), სმიტი (4 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=7tx4hil105w

“ნიუ ორლეან პელიკანსი” – “დენვერ ნაგეტსი” 111:118 (26:21, 21:29, 30:21, 24:30. Oო.ტ 8:8, 2:9)

“ნიუ ორლეანი”: დევისი (36 ქ. 14 მ. 7 პ.), ევანსი (25 ქ. 10 პ. 9 მ.), გორდონი (16 ქ.), აშიკი (10 ქ. 13 მ.), კანინგჰემი (8 ქ.), პოინდექსტერი (4 ქ.), აჟინცა (4 ქ.), კოული (4 ქ.), უილიამსი (2 ქ.)

“დენვერი”: ბარტონი (25 ქ. 9 მ.), ფარიდი (20 ქ. 10 მ.), გალინარი (17 ქ.), ნელსონი (18 ქ.), ლოუსონი (19 ქ. 9 პ.), ჰიკსონი (8 ქ.), ნურკიჩი (6 ქ.), გრინი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=2-ruzepQgp0

“ორლანდო მეჯიქი” – “კლივლენდ კავალიერსი” 108:123 (28:26, 27:40, 31:34, 22:23)

“ორლანდო”: ოლადიპო (25 ქ. 7 პ.), ჰარისი (24 ქ. 8 მ.), ვუჩევიჩი (22 ქ. 15 მ.), რიდნური (15 ქ.), ფეიტონი (13 ქ.), ჰარკლესი (4 ქ.), დედმონი (3 ქ.), გორდონი (2 ქ.)

“კლივლენდი”: ირვინგი (33 ქ.), სმიტი (25 ქ.), ჯეიმსი (21 ქ. 13 პ. 8 მ.), ჯონსი (12 ქ.), მოზგოვი (8 ქ.), შამპერტი (8 ქ.), დელავედოვა (6 ქ.), პერკინსი (6 ქ.)ტომპსონი (4 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=WzLJ8_nUvD4

“სან ანტონიო” – “მინესოტა” 123:97 (29:23, 31:27, 33:13, 30:34)

“სან ანტონიო”: ლეონარდი (15 ქ. 6 მ.), გრინი (13 ქ.), ბელინელი (13 ქ.), სპლიტერი (12 ქ.), პარკერი (11 ქ. 8 პ.), ჯინობილი (11 ქ.), ჯოზეფი (10 ქ.), დანკანი (10 ქ.), დიაო (9 ქ.), მაილსი (7 ქ.), ბონერი (4 ქ.), ბაინსი (2 ქ.)

“მინესოტა”: მარტინი (19 ქ. ლავინი (18 ქ.), უიგინსი (13 ქ.), დიენგი (10 ქ.), ბადინგერი (10 ქ.), ჰამილტონი (9 ქ. 10 მ.), ბრაუნი (6 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=akM3nUGkOqw

“ტორონტო” – “პორტლენდი” 97:113 (31:33, 22:31, 26:27, 18:22)

“ტორონტო”: დეროზანი (22 ქ. 8 მ.), ვალანჩუნასი (14 ქ. 9 მ), უილიამსი (11 ქ.), ჯონსონი (10 ქ.), ლოური (10 ქ.), ვასკესი (10 ქ.), ჰენდსბრო (8 ქ.), პატერსონი (7 ქ.), როსი (3 ქ.), ჯონსონი (2 ქ.)

“პორტლენდი”:ოლდრიჯი (24 ქ. 10 მ.), ლილარდი (23 ქ.), აფლალო (14 ქ.), ლოპესი (11 ქ.), ბატუმი (10 ქ. 12 პ.), ბლეიქი (9 ქ.), ვრაითი (7 ქ.), კამანი (6 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=xPJOGjGVAEo

“ფინიქსი” – “ნიუ იორკ ნიქსი” 102:89 (23:29, 24:19, 28:18, 27:23)

“ფინიქსი”: ბლედსოუ (21 ქ. 11 პ. 9 მ.), მარკუს მორისი (20 ქ.), ვრაითი (18 ქ. 11 მ.), მარკიეფ მორისი (14 ქ.), გუდვინი (7 ქ.), ბარონი (6 ქ.), ტაკერი (5 ქ.), გრინი (5 ქ.),

“ნიუ იორკი”:ბარნიანი (18 ქ.), შვედი (18 ქ.), ტომასი (14 ქ.), ლარკინი (8 ქ.), გალოვეი (7 ქ.), ვეარი (7 ქ.), სმიტი (7 ქ.), ჰარდევეი (4 ქ.), ამუნდსონი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=FZoktCzS9oY

“ლეიკერსი” – “ატლანტა ჰოუქსი” 86:91 (14:23, 24:18, 20:27, 28:23)

“ლეიკერსი”: კელი (13 ქ.), ბუზერი (13 ქ.), კლარკსონი (10 ქ.), ბრაუნი (9 ქ.), ჯონსონი (8 ქ.), დევისი (7 ქ.), ლინი (7 ქ.), ჰილი (6 ქ.), ელინგტონი (6 ქ.)

“ატლანტა”: შროდერი (24 ქ. 10 პ.), ჰორფორდი (21 ქ.), მაკი (18 ქ.), ბაზერმოერი (13 ქ. 9 მ.), ჯენინგსი (8 ქ.), ანტიჩი (3 ქ.), ბრანდი (2 ქ.)

0.116038