ფეხბურთი

15:41 | 16.03.2015 | ნანახია 573 - ჯერ

ანანიძის უმაღლესი შეფასება

მოსკოვის “სპარტაკის” ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ რუსეთის პრემიერლიგის მე-19 ტურში მოსკოვურ დერბიში “დინამოსთან” გამარჯვების (1:0) შემდეგ, რუსული პრესის ქება დაიმსახურა.

“სპორტ-ექსპრესმა” საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს ორივე გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება – 7 დაუწერა.

“ანანიძემ საუცხოო მატჩი ჩაატარა. როგორც ბურთის ართმევის, ასევე შეტევის დროს კარგი იყო. ბურთს ფაქტობრივად არ კარგავდა და შეტევებს საუცხოოდ უძღვებოდა. პირველ ტაიმში მინიმუმ სამჯერ მისი ქმედების შემდეგ, მეტოქის კართან მწვავე სიტუაცია შეიქმნა. მშვენიერი პასი მისცა პარშივლიუკს, რომელსაც დარტყმა არ გამოუვიდა. პენალტის მოთხოვნა შეეძლო, როდესაც “დინამოს” ორ მცველთან ორთაბრძოლის დროს წაიქცა” – იუწყება “სპორტ-ექსპრესი”.

ინტერნეტპორტალ sportbox.ru-მ ანანიძის თამაში ასე შეაფასა:

“მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში დიდი ხნის შესვენების მერე გამოჩნდა, კარგი მატჩი ჩაატარა. აქტიური იყო, მეტოქისთვის გვერდის ავლას არ უშინდებოდა და კარგად გამოსდიოდა.

ჯანო “სპარტაკის” ყველა შეტევაში მონაწილეობდა. მე-20 წუთზე დასარტყმელ პოზიციაზე კვინსი პრომესი გაიყვანა, რომელმაც ბურთი ვერ დაიმორჩილა. პირველი ტაიმის ბოლოს თავის გამოჩენა შეეძლო. დავიდოვთან “კედელი” გაითამაშა და საჯარიმოში შეიჭრა, სადაც “დინამოს” მცველებთან ორთაბრძოლაში წაიქცა, მაგრამ მსაჯმა ამ ეპიზოდში წესის დარღვევა ვერ დაინახა. ანანიძეს შეუძლია ეს მატჩი თავის აქტივში შეიტანოს”.

რუსეთის ნაკრების და “სპარტაკის” ყოფილმა ნახევარმცველმა ვიქტორ ბულატოვმა ქართველზე შემდეგი თქვა:

“ჯანო ანანიძის მოედანზე გამოჩენა ერთის მხრივ მოულოდნელი აღმოჩნდა. თუმცა, განვლილ მატჩში მურატ იაკინმა გარისკა და სათამაშო სქემა შეცვალა. შემადგენლობა სერიოზულად გადაახალისა და ახალგაზრდებს ენდო. ჯანომ კარგი მატჩი ჩაატარა. აქტიური იყო და დენის დავიდოვთან წარმატებით ურთიერთქმედებდა. ანანიძისთვის თავის გამოჩენა შედარებით იოლი იყო, რადგან “სპარტაკი” მეტოქეზე უფრო დასვენებული გამოიყურებოდა”.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:43 | 25.03.2014
#JAZZ# (281)

ეს მაგრად მევასება

18:53 | 25.03.2014
the mentalist (22583)

მაგარი კაცია მარკისიო

15:41 | 25.03.2014
italiafun-juventino (12319)

პრინციპინიო

0.085592
573