ჭადრაკი

15:30 | 16.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ კაჭარავამ ბაქოში მეორე ადგილი დაიკავა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დასრულდა მე-12 საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი ახალგაზრდებს შორის, რომელშიც 3 ქართველი სპორტსმენი ნიკოლოზ კაჭარავა, ნიკოლოზ პეტრიაშვილი და კიდევ ერთი ნიკოლოზი გვარად ცომაია გამოდიოდა.

ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად ჩატარდა. 7 შესაძლებლობიდან 6 ქულით პირველი ადგილი მასპინძელთა წარმომადგენელმა ანდრეი მუსტაფინმა დაიკავა. გამარჯვებულს ნახევარი ქულით კაჭარავა ჩამორჩა, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა. რაც შეეხება პეტრიაშვილსა და ცომაიას, თითოეულმა მათგანმა 4.5-4.5 ქულის მოგროვება შეძლო და შესაბამისად, მე-7-მე-8 ადგილები დაიკავეს.

0.119033