ფეხბურთი

14:07 | 16.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ნიუკასლი” გამეიროს უმიზნებს

ინგლისური “ნიუკასლი” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ესპანური “სევილიას” თავდამსხმელის კევინ გამეიროს დამატებას ეცდება – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Sunday People.

ფრანგი ფორვარდი “დალაქებში” კარლოს ბაკას შემცვლელად მიიჩნევა და ძირითადად შეცვლებზე უწევს თამაში, რითაც უკმაყოფილოა და შესაძლოა, ინგლისურ ვარიანტზე დაფიქრდეს.

27 წლის ფეხბურთელს ანდალუსიურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს და 23 იანვრის მონაცემებით 10.56 მილიონ ფუნტადაა შეფასებული.

მიმდინარე სეზონში გამეირომ “სევილიას” მაისური 27-ჯერ მოირგო, 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.120512