ფინეთის თასის გათამაშების მეოთხე ეტაპზე წარმატებით ითამაშა ირაკლი სირბილაძის “კუპსმა.” “პეპოსთან” გასვლით შეხვედრაში ქართველმა ფორვარდმა სადებიუტო მატჩში დუბლი შეასრულა. საბოლოოდ მატჩი “კუპსის” სასარგებლოდ 6:0 დასრულდა. 24-ე და მე-60 წუთებზე, შესაბამისად პირველი და მესამე გოლების ავტორი კი 32 წლის ქართველი თავდამხმელი იყო. სირბილაძემ მატჩი სრულად ჩაატარა.