ფეხბურთი

3:37 | 16.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ორიჯის გაელვება

საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტური დასრულდა. ცენტრალურ შეხვედრაში “მარსელმა” “ლიონს” უმასპინძლა. მატჩმა გოლის გარეშე ჩაიარა, თუმცა კვირა საღამოს გამართულ შეხვედრებთან შედარებით ცენტრალურ შეხვედრაში ყვითელი ბარათების სიმრავლე შეინიშნებოდა. 7 ყვითელი ბარათის გარდა მთავარ მსაჯ ბენოი ბასტიენს ერთი წითელი ბარათის ჩვენებაც მოუხდა, 85-ე წუთზე “მარსელის” ფეხბურთელი მორელი გააძევა.

სატურნირო ცხრილს კვლავ “ლიონი” ლიდერობს, თუმცა პსჟ და “მარსელიც” ჩემპიონობის რეალურ შანსს ინარჩუნებენ. სამეულში სიმჭიდროვეა და ყოველი ტურს ახლავს დაძაბულობა.

ლორან ბლანის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინვალე თამაშის შემდეგ ბორდოში დამარცხდა. “შაბან-დელმასზე” დუბლი შეასრულა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, თუმცა შვედის გოლები ქულის მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ლიგა 1-ის ერთ-ერთმა ბომბარდირმა ურუგვაელმა დიეგო როლანმა გადამწყვეტი გოლი მატჩის მიწურულს, მარიანოს პასის შემდეგ გაუტანა სირიგუს. “ბორდო” მე-6 ადგილზეა, პსჟ-მ კი გასვლითი მარცხით პირველი ადგილის დაკავების შანსი დაკარგა.

19 წლის ბელგიელმა დივოკ ორიჯიმ სამი გოლი გაიტანა “რენის” კარში. “ლივერპულის” საკუთრებაში მყოფმა ფორვარდმა პირველი გოლი ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გაიტანა, მეორე გოლი თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან, ხოლო მატჩის საბოლოო ანგარიში რუქსის პასის შემდეგ დააფიქსირა.

ლილი – რენი 3:0 (1:0)

ვილენუვე, “პიერ-მურუ”

ლილი: ენიამა, ბასა, კიაერი, კორჩია, ბალმონი, გაია, ბუფალი (მეიტე 83), ტრაორე, პავარი, რუქსი (რაიან მენდესი 86), ორიჯი (დიაბი 77)

მთავარი მწვრთნელი: რენე ჟირარი

რენი: კოსტილი, არმანდი, დიანე, მექსერი, მ’ბენგუ, ფერნანდესი, კონრადსენი (ჰაბიბუ 71), ენრიკე (გროსიცკი 66), დუკურე (პრჩიჩი 80), ტოივონენი, ნტეპი

მთავარი მწვრთნელი: მონტანიე

გოლები: 1:0, 2:0, 3:0 ორიჯი (38, თერთმეტმეტრიანი 63, 72)

მთავარი მსაჯი: კლემენტ ტურპინი

გაფრთხილება: დუკურე (42), პავარი (44)

ბორდო – პსჟ 3:2 (1:0)

ბორდო, “შაბან-დელმასი.”

ბორდო: კარასო, მარიანო, კონტენტო, სანე, ილორი, იამბერე, პლასილი, შანტომი, ჰაზრი (მაურის-ბელაი 75), ტელინი (კრიველი 83), როლანი (ტრაორე 90+1)

მთავარი მწვრთნელი: სანიოლი

პსჟ: სირიგუ, სილვა, ლუიზი (კამარა 38), ვან დერ ვილი, დიანე, მოტა (კაბაი 60, კავანი 73), პასტორე, ვერატი, რაბიო, იბრაჰიმოვიჩი, ლავეცი

მთავარი მწვრთნელი: ბლანი

გოლები: 1:0 სანე (18), 1:1 იბრაჰიმოვიჩი (50), 2:1 ჰაზრი (70), 2:2 იბრაჰიმოვიჩი (თერთმეტმეტრიანი 85), 3:2 როლანი (88)

მთავარი მსაჯი: ლიონელ ჟაფრედო

გაფრთხილება: ტიაგო მოტა (40), ვერატი (43), კონტენტო (47), ვან დერ ვილი (64), მარიანო (84)

მარსელი – ლიონი 0:0

ველოდრომი, მარსელი

მარსელი: მანდანდა, მორელი, ფანი, ჯა ჯეჯე (ალოე 67), მენდი, რომაო, იმბულა, ტოვინი (ოკამპოსი 61), პაიე, ჟინიაკი (ბათშუ 81), აეუ

მთავარი მწვრთნელი: ბიელსა

ლიონი: ლოპესი, ჟალე, ბედიმო, როუსი, უმტიტი, გონალონსი, გეზალი (ნ’ჟიე 44), ფერი (მალბრანკი 78), ფეკირი, ტოლისო, ლაკაზეტი (იატარა 88)

მთავარი მწვრთნელი: ფურნიე

მთავარი მსაჯი: ბენოი ბასტიენი

გაფრთხილება: ფერი (25), ჟინიაკი (37), მენდი (64), პაიე (84), იმბულა (88), როუსი (88), მალბრანკი (90)

გაძევება: მორელი (85)

0.148524