იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში გიორგი შერმადინის “კანტუმ” აშკარა აუტსაიდერ “პასტა რეჯია კასერტას” უმასპინძლა და 83:72 სძლია.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 16 წუთი გაატარა, რა დროშიც 5 პერსონალური ფოლი მიიღო. შერმადინმა 6 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. გიორგიმ 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.
კანტუელებმა 10 მოგება და 11 მარცხი მოაგროვეს და 16-გუნდიან ლიგაში მე-9 ადგილზე იმყოფებიან.
იტალიის რანგით მე-3 ლიგაში გიგა ჯანელიძის “როზეტო” “რეჯიო კალაბრიას” ესტუმრა და 71:75 დამარცხდა, ქართველმა კალათბურთელმა კი 11:14 წუთში 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო და 6 ქულას 3 მოხსნა წაამატა.