მადრიდის “რეალის” მცველი სერხიო რამოსი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე სასაუბროდ მზად მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ იქნება.
ესპანეთის ნაკრების 28 წლის ფეხბურთელის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2017 წელს ეწურება. მადრიდელები ჩქარობენ და სერხიოს ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების დაწყება უკვე ორჯერ შესთავაზეს, თუმცა, AS-ის ინფორმაციით, ორჯერვე უარი მიიღეს.
წყაროს ცნობით, რამოსი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს და იმედოვნებს, რომ ამ პაუზით კლუბს ფინანსურად უფრო მომგებიან პირობებს დასტყუებს.
სეზონის დასაწყისში “სამეფო კლუბთან” კონტრაქტები გაახანგრძლივეს რაფაელ ვარანმა, ქარიმ ბენზემამ და ლუკა მოდრიჩმა, რამოსმა კი თავი შეიკავა და ახლა აპირებს, რომ პარტნიორებზე უფრო დიდი ანაზღაურება მოითხოვოს.