ჩოგბურთი

9:22 | 15.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარეიმაც იოლად მოიგო, ფერერს გაუჭირდა...

ნოვაკ ჯოკოვიჩის მსგავსად, ინდიან უელსის “მასტერზ1000”-ის მესამე წრეში შოტლანდიელი ენდი მარეიც უპრობლემოდ გავიდა. 27 წლის ბრიტანელმა მსოფლიო რეიტინგსიის 24-ე ნომერ კანადელ ვაშეკ პოსპიშილს 6:1, 6:3 მოუგო.

მატჩი საათსა და 19 წუთს გაგრძელდა, მარეისა და პოსპიშილის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში კი 3:0 გახდა. მესამე წრეში ენდი გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერს შეხვდება.

32 წლის ვალენსიელი დავიდ ფერერი კარიერის განმავლობაში მეოთხედ შეხვდა ხორვატ ივან დოდიგს და მეოთხედაც მოახერხა მისი წინააღმდეგობის დაძლევა, თუმცა, ამჯერად ბალკანელი დამარცხება ძალიან გაუჭირდა – 4:6, 6:1, 7:6. შეხვედრა 2 საათსა და 42 წუთს გაგრძელდა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში ფერერის აქტივში 4 ბრეიკი და ერთადერთი ეისია.

ინდიან უელსის BNP Paribas Open-ის მესამე წრეში დავიდ ფერერის მეტოქეს ხორვატი ბორნა ჩორიჩისა და ავსტრალიელი ბერბარდ ტომიჩის მატჩი გამოავლენს.

0.116515