ფეხბურთი

1:01 | 15.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფოფხაძის დაბრუნება და "იაგელონიას" მორიგი გამარჯვება

კვიპროსის ჩემპიონატში საშინაო გამარჯვება მოიპოვა “ანორთოსისმა.” “ერმისთან” შეხვედრაში ფამაგუსტელთა შემადგენლობაში სრულად ითამაშა გიორგი აბურჯანიამ, ირაკლი მაისურაძემ კი გასულ ტურში მიღებული წითელი ბარათის გამო მატჩი გამოტოვა. ქართველი ფეხბურთელების გუნდმა 3:1 დაამარცხა “ერმისი.” 24 ტურის შემდეგ “ანორთოსისი” სატურნირო ცხრილის მე-4 ადგილზე იმყოფება.

“ომონიასა” და “აპოელის” მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. მასპინძელთა შემადგენლობაში სრულად ითამაშა უჩა ლობჟანიძემ, რომელმაც 85-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. “აპოელის” შემადგენლობიდან გოლის ავტორი ცნობილი ალჟირელი რაფიკ ჯებურია.

სატურნირო ცხრილში “ომონია” 40 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.

პოლონეთის ჩემპიონატში “იაგელონიამ” საშინაო სამი ქულა მოიპოვა. “ლესზნასთან” მოგებულ შეხვედრაში გუნდს დაუბრუნდა გიორგი ფოფხაძე. ფოფხაძემ სასტარტოში ითამაშა და 59-ე წუთზე შეცვალეს. ნიკა ძალამიძე სათადარიგოთა შორის იყო და პირველი ტაიმის 34-ე წუთიდან ჩაერთო შეხვედრაში.

სატურნირო ცხრილში “იაგელონია” მხოლოდ ლიდერ ვარშავის “ლეგიას” ჩამორჩება.

“ზავიშამ” საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა პოზნანის “ლეხი.” გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა გიორგი ალავერდაშვილი, ქართველი შემტევი 85-ე წუთზე ჩაერთო შეხვედრაში.

პოლონეთის ექსტრაკლასში “ზავიშა” 20 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება.

გერმანიის მესამე ლიგის 29-ე ტურში აკაკი გოგიას “ჰალეშერმა” შინ 3:1 დაამარცხა კოტბუსის “ენერგია.” სასტარტოში მოთამაშე გოგიას გოლი არ გაუტანია, მოედანი კი 90-ე წუთზე დატოვა.

“დუისბურგმა” საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა “უნტერჰაჰინგი.” სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა ლუკას ჰუფნაგელი, რომელიც 62-ე წუთზე შეცვალეს.

29 ტურის შემდეგ გერმანიის მესამე ლიგაში “ჰალეშერი” მე-10 ადგილს იკავებს, “უნტერჰაჰინგი” კი მე-15 პოზიციაზეა.

რუსეთის პირველ დივიზიონის 22-ე ტურში “ტოსნომ” გასვლით შეხვედრაში 2:1 დაამარცხა “სკა ენერგია.” “ტოსნოს” განაცხადში მოხვდნენ ოთარ მარცვალაძე და ნუკრი რევიშვილი, თუმცა თამაშში მონაწილეობა არ მიუღიათ. გამარჯვებულთა შორის სრულად ითამაშა 26 წლის გურამ თეთრაშვილმა, ხოლო გიორგი ნავალოვსკი განაცხადში არ იმყოფებოდა.

მასპინძელთა შემადგენლობაში სრულად ითამაშეს კახა ალადაშვილმა და გუჯა რუხაიამ, გოგიტა გოგუა კი განაცხადში არ იმყოფებოდა.

ასტრახანის “ვოლგარმა” საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა “ვოლგა.” დამარცხებულთა განაცხადში მოხვდა მერაბ ურიდია, თუმცა თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.

0.123557