აზერბაიჯანის თასის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს ბაქოს “ინტერმა” და “სიმურგმა.” კახა ცხადაძის გუნდმა ორი მატჩის ჯამში 5:0 დაამარცხა ლენქორანის “ხაზარი,” გიორგი ჩიხრაძის “სიმურგმა” კი 3:0 სძლია “გაბალას.”
ლენქორანში გამართულ საპასუხო შეხვედრაში “ინტერმა” 3:0 დაამარცხა “ხაზარი.” ლაშა სალუქვაძემ მატჩი სრულად ჩაატარა, სასტარტო შემადგენლობაში მოთამაშე ბაჩანა ცხადაძე კი 67-ე წუთზე ბრაზილიელმა ნილდომ შეცვალა. “ინტერის” განაცხადში იმყოფებოდა 35 წლი ქართველი მეკარე გიორგი ლომაია.
https://www.youtube.com/watch?v=E2oStnmcRsQ
“სიმურგისა” და “გაბალას” საპასუხო მატჩი 0:0 დასრულდა, პირველი შეხვედრა “სიმურგმა” 3:0 მოიგო, შესაბამისად ნახევარფინალში თამაშის უფლება ჩიხრაძის გუნდმა მოიპოვა.
https://www.youtube.com/watch?v=aMR8z7zrJ0A
ლიტვის ჩემპიონატის მესამე ტურში თამაზ ჩარგეიშვილის “შიაულიაე” “ჟალგირისთან” გასვლით შეხვედრაში დამარცხდა (2:3). 26 წლის ქართველმა ფეხბურთელმა სრულად ითამაშა, 56-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.
იტალიის რანგით მესამე ლიგაში ითამაშა ირაკლი შეყილაძემ. “სუდტიროლმა” “ნოვარას” უმასპინძლა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. “სუდტიროლის” 22 წლის ქართველი ფეხბურთელი ცვლილებაზე 73-ე წუთზე გამოვიდა.
სატურნირო ცხრილს 57 ქულით “ნოვარა” ლიდერობს, “სუდტიროლი” კი 42 ქულით მე-8 ადგილზეა.
საფრანგეთის რანგით მესამე ლიგაში 24-ე ტურის მატჩები გაიმართა. ჩემპიონატის ლიდერი “პარიზი” საკუთარ მოედანზე 1:3 დამარცხდა “სეტ რაფაელთან.”მასპინძელთა განაცხადში არ იმყოფებოდა საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ამირან სანაია. სატურნირო ცხრილს 47 ქულით კვლავ “პარიზი” ლიდერობს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მილანში გადავა და იქ ახალი შევა იქნება
ქართველი ეგრევე გაიქცეოდა. შემდეგ დაალპობდენ 2 წელს ზამენაზე და მერე ურალები და ციმბირები აქვე არააა. კარგად იქცევა ეგ ბიჭი ჯერ ადგილს დაიმკვიდრებს და შემდეგ უკვე ნებისმიერი გუნდის ძირითადზე გაიწევს
+1