ფეხბურთი

19:22 | 14.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელების მეორე მარცხი

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ჰოლანდიაში ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მეორე მატჩში ბელგიასთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

ქართველებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს ვატო არველაძემ, გიორგი კოხრეიძემ და გიორგი არაბიძემ მეტოქის კარის აღება სცადეს, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს. მე-17 წუთზე დავით კობოურმა დანილსი საჯარიმოში წააქცია და თერთმეტმეტრიანი თურქული ფესვების მქონე ადემოღლუმ ზუსტად შეასრულა. ოთხიოდე წუთში კი თავი ვან ვაერენბერგმა გამოიჩინა და ბელგიელების უპირატესობა ორამდე გაზარდა.

უეფას ოფიციალური ვებგვერდით ინფორმაციით, მეორე ტაიმის განახლებიდან 9 წუთში ირაკლი ბუღრიძემ გოლის გატანის რეალური შანსი ვერ გამოიყენა. 65-ე წუთზე იანსენის პასით “ანდერლეხტის” ნახევარმცველმა ორელ მანგალამ ისარგებლა და ბენილუქსელები სამი ბურთით დააწინაურა.

74-ე წუთზე “გენკის” 19-წლამდე ფეხბურთელთა გუნდის ნახევარმცველმა მატის თისმა მატჩის საბოლოო ანგარიში ბელგიელთა სასარგებლოდ 4:0 დააფიქსირა.

“ჯვაროსნები” ელიტრაუნდის ბოლო მატჩს 17 მარტს ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ გამართავენ.

14 მარტი. სხინდელი. ელიტრაუნდი.

საქართველო - ბელგია 0:4 (0:2)

საქართველო: ისიანი, ყურშავიშვილი, ლოჩოშვილი (ბულუხაძე 67), კობოური, ჭურაძე, ყურაშვილი (ნიკოლაშვილი 27), არველაძე, კოხრეიძე, სამურკასოვი, არაბიძე (არდაზიშვილი 44), ბუღრიძე.

მთავარი მწვრთნელი: გოჩა ტყებუჩავა

ბელგია: ტეუნკენსი, სეიგერსი, ფაესი, იანსენი, თისი, კაინაუ, ადემოღლუ (ვერბურგი 66), მანგალა, აზაოური (ჰორემანსი 72), ვან ვაერენბერგი, დანილსი (ვერეტი 63).

მთავარი მწვრთნელი: ბობ ბროუაიესი

გოლები: 0:1 ადემოღლუ (17), 0:2 ვან ვაერენბერგი (21), 0:3 მანგალა (64), 0:4 თისი (74)

გაფრთხილება: სამურკასოვი (40), ყურშავიშვილი (51)

1. ბელგია 2 2 0 0 8:0 6
2. ჰოლანდია 1 1 0 0 2:0 3
3. ჩრდ. ირლანდია 1 0 0 1 0:4 0
4. საქართველო 2 0 0 2 0:6 0

0.116739