კალათბურთი

18:22 | 14.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“კაქტუსმა” პირველი გამარჯვება მოიპოვა

დაიწყო საკალათბურთო “ა” ლიგის ტურნირი, რომლის პირველი ტურის მატჩებს კალათბურთის აკადემია მასპინძლობს. სარბიელზე პირველი “კაქტუსისა” და თსუ-ს წყვილი გავიდა. შეხვედრა “კაქტუსის” უპირატესობით დაიწყო. გუნდმა პირველ მეოთხედში მოპოვებული 4-ქულიანი უპირატესობა მომდევნო მეოთხედშიც შეინარჩუნა და პირველი ტაიმი 44:31 მოიგო.

მართალია მეორე ტაიმში სტუდენტები გააქტიურდნენ, მაგრამ მატჩის გადარჩენა ვერ შეძლეს, მხოლოდ ანგარიშში სხვაობა შეამცირეს და საბოლოოდ 84:90 დამარცხდნენ.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 25 ქულა “კაქტუსის” უკანახაზელმა, ლეგიონერმა სამა ტაკუმ დააგროვა. 22 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა ტაკუს თანაგუნდელი ფორვარდი დავით ხიზანიშვილი.

თსუ-ს შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანები ცენტრალური თავდამსხმელი სოსო შერმადინი და ფორვარდი ვასილ ბერუაშვილი გახლდნენ, რომლებმაც 17-17 ქულა მიითვალეს. ბერუაშვილმა მოპოვებულ ქულებს 10 მოხსნა შემატა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.

“კაქტუსი” – თსუ 90:84

(19:15; 25:16; 22:22; 24:31)

ამჟამად მიმდინარეობს “წყალტუბო” – “სეუ ჰიუნდაის” შეხვედრა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089891