“რომას” 31 წლის ნახევარმცველი დანიელე დე როსი მშობლიურ გუნდში ბოლო სეზონს ატარებს. ამის შესახებ ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “გაძეტა დელო სპორტი” იუწყება. “ლა გაძეტას” ჟურნალისტების ნარკვევით, იტალიის ნაკრების შუახაზელი, რომელსაც “ჯალოროსისთან” კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს, კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძობს, საიდანაც მისი პერსონით დაინტერესებულნი “ტორონტო” და “ორლანდო სიტი” არიან.
თავად დე როსი, რომელსაც მთელი კარიერა “რომაში” აქვს გატარებული და გუნდის საკვანძო ფეხბურთელად ითვლებოდა, წლეულს ძალზე ცუდ სეზონს ატარებს. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა მიმდინარე სეზონში 8 შეხვედრაში მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანებები, 5 მატჩში სათადარიგო სკამზე მოუწია ყოფნა, ხოლო 7 თამაშში კი იგი რუდი გარსიამ შეცვალა.
დანიელე დე როსის დებიუტი დედაქალაქურ გუნდში შორეულ 2001 წელს შედგა და მას მერე “მგლების” ძირითადი შემადგენლობის წევრად ითვლება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ძალიან მაგარი მწვრთნელია დანტონი.. ამას ლეიკერსის გულსემატკივარი ვამბობ! ;დ აი ძალიან მაგარია
)) ნებისმიერ უდონოს (მაგალითAდ მიქსს ;დ) აათამაშებს
)) სასწაული გუნდი იქება შეტევაში ჰიუსტონი და 1 სიამოვება იქნება აწი მაგათი ყურება.. ბევრს მარტო ამ კაცის ლეიკერსი ახსოვს (არადა რა სეზონი შემოაბრუნა მაშინ თუნდაც და კობი რო არ დალეწილიყო არავინ იცის ფლეი ოფში რა მოხდებოდა) და მე ამ კაცის ფინიქსი მახსოვს რომელზეც შეყვარებული ვიყავი რასაც ქვია
))
16 მლნ კი არა 16 ლარი არ უნდა მიცე ამ ღლეს
ჰოვარდი ამის გამო გაიქცა ლეიკერსიდან ახლა კონტრაქტი ამოეწურა და ეტყობა არ რჩება
აუუუუუუუუუუუუუუუუუუუ აი ეხლა დაენძრა როკეტსს ელეი ხო ააყვავა და ამათ ხო წარმომიდგენია რას უზამს