ფეხბურთი

14:04 | 14.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

შოტლანდიელი ბრაუნი ქუჩაში მთვრალი იპოვეს

შოტლანდიის ეროვნული ნაკრების და გლაზგოს “სელტიკის” ნახევარმცველი სკოტ ბრაუნი ედინბურგის ქუჩაში ზედმეტად შეზარხოშებული აღმოაჩინეს. ფოტოებიდან ჩანს, რომ 29 წლის ფეხბურთელი ღამის კლუბიდან მთვრალი გამოვიდა და ქუჩაში მიწაზე დამჯდარი პიცას მიირთმევდა.

“სელტიკი” 15 მარტს ლიგის თასის ფინალში “დანდის” დაუპირისპირდება, ორი დღით ადრე კი გუნდის კაპიტანი ასეთ მდგომარეობაში აღმოაჩინეს. აღნიშნული ფაქტის შესახებ შოტლანდიურ გრანდს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

სკოტ ბრაუნმა საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში მონაწილეობა მიიღო. შოტლანდიელთა კაპიტანმა მოედანზე 90 წუთი გაატარა. აღნიშნული შეხვედრა ბრიტანელებმა 1:0 მოიგეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097542