ფეხბურთი

2:50 | 14.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ლევერკუზენის" შესრულებული მისია

როჯერ შმიდტის გაწვრთნილმა "ლევერკუზენმა" დაგეგმილი სამი ქულა აიღო, თანაც, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე მოუგო "შტუტგარტს" - 4:0. შვაბები აუტსაიდერები და გავარდნის მთავარი კანდიდატები არიან. ბრაზილიელმა მცველმა ვენდელმა დაიწყო მათი განადგურება, მერე კი დრმიჩმა (ორჯერ) და ბელარაბიმაც გაიტანეს.
უნდა ითქვას, მომენტები სტუმრებსაც ჰქონდათ და რამდენჯერმე მასპინძელთა მეკარე ლენომ იხსნა თავისიანები. არ უმართლებდა ვერნერს, ასევე გინჩეკსაც. უფრო სწორად, სათამაშო კლასი არ ჰყოფნიდათ დამაგვირგვინებელ ფაზაში.

ლევერკუზენი-შტუტგარტი 4:0 (2:0)
ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი (რაინარტცი 63), პაპადოპულოსი, ტოპრაკი, ვენდელი, კასტრო, როლფესი, ბელარაბი (ბრანდტი 63), ჩალჰანოღლუ, დრმიჩი (კისლინგი 83), სონი
მწვრთნელი: როჯერ შმიდტი
შტუტგარტი: ულრაიხი, კლაინი, ნიდერმაიერი, საკაი (ჰლუშეკი 61), შვააბი, მაქსიმი, გენტნერი, სერეი (რომეუ 65), გინჩეკი, ვერნერი, კოსტიჩი (კისევეტერი 46)
მწვრთნელი: ჰუბ სტევენსი
გოლები: 1:0 ვენდელი (32), 2:0 დრმიჩი (36), 3:0 ბელარაბი (50), 4:0 დრმიჩი (59)
გაფრთხილება: ჰილბერტი (27), ვენდელი (35), ჩალჰანოღლუ (48), სერეი (60), მაქსიმი (74), ჰლუშეკი (84)
მსაჯი: შტიბერი
ბურთის ფლობა: 51-49, დარტყმა: 11 (5) - 9 (5), კუთხური: 3-4, თამაშგარე: 4-1, სეივი: 5-1, ჯარიმა: 22-8

თეგებიბუნდესლიგა
0.150426