ძიუდო

23:52 | 13.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოს გულშემატკივრებისთვის 14 მარტს გრან-პრის ატრიბუტიკა დარიგდება

20-22 მარტს თბილისის სპორტის სასახლე პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს ძიუდოში. თბილისის გრან პრიზე მსოფლიოს 45 ქვეყნის 400-მდე უძლიერესი ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას მამაკაცთა და ქალთა შორის.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ძიუდოს ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით, 14 მარტს 15:30 წუთზე, საქართველოსა და რუსეთის სარაგბო მატჩის დაწყებამდე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის შესასვლელთან გრან პრის კუთხე მოეწყობა.

გულშემტკივრისათვის დარიგდება სხვადასხვა ატრიბუტიკა – მაისურები, მოსაწვევები, ფლაერები, პროგრამები. პიარ-აქციაში მონაწილეობას მიიღებენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ლევან ყიფიანი, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი – დავით ქევხიშვილი და ახალგაზრდა ძიუდოისტები.

ასევე აღსანიშნავია, რომ ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები და ასაკობრივი ნაკრების წევრები საქართველოსა და რუსეთის სარაგბო შეხვედრას დაესწრებიან და “ბორჯღალოსნებს” უქომაგებენ. რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის მიხეილ მესხის სტადიონზე 14 მარტს 17:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.11464