“მერანი” საკუთარ მოედანზე ყოველთვის გამოირჩეოდა კარგი თამაშით და ეროვნული ჩემპიონატის ნებისმიერ გუნდს უჭირდა მარტვილიდან ქულის წაღება. თუმცა, მინდვრის საფარის უვარგისობის გამო გარკვეული დროის განმავლობაში მერანელებს საშინაო შეხვედრების ჩატარება სამტრედიაში უწევდათ. ორწლიანი პაუზის შემდეგ “მერანი” ისევ დაუბრუნდა საკუთარ კედლებს და განახლებულ, აწ უკვე მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე მეორე შეხვედრა ჩაატარა. პირველ მატჩში “ცხინვალთან” დამარცხდნენ მარტვილელები, დღევანდელ შეხვედრაში კი ეროვნული ჩემპიონატის ლიდერ ბათუმის “დინამოსთან” დათმეს შეხვედრა 1:2...
სტადიონის სავსე ტრიბუნები, რაც ფეხბურთს ალამაზებს და მეტ ხიბლს მატებს, სასიამოვნო სანახავი იყო. ბათუმის “დინამოსაც” ჩამოჰყვნენ ერთგული გულშემატკივრები და “მერანი”–“დინამოს” შეძახილებით გამხნევებული ფეხბურთელები თამაშში ჩაერთვნენ. მატჩის საწყისი წუთები კი უფრო დაზვერვითი ხასიათის აღმოჩნდა და ორივე გუნდი ფრთხილად ცდილობდა თამაშის წარმართვას.
მე-15 წუთზე პაპუნა ფონიავამ მოაწოდა კუთხურიდან. მართალია, ლაშა ჯღამაიას კარგად ჰქონდა პოზიცია შერჩეული და თავით გზავნიდა ბურთს კარში, მაგრამ ბათუმელთა კარის დარაჯმა დამაჯერებლად ითამაშა.
მეოცე წუთზე, ორწუთიან მონაკვეთში, სტუმართაგან თემურ შონიას ჰქონდა ანგარიშის გახსნის კარგი შანსი, თუმცა პირველ შემთხვევაში “მერანის” გამოცდილმა მეკარემ ითამაშა კარგად, მეორე ეპიზოდში კი შონიას დარტყმული ბურთი მცირედ არაზუსტი გამოდგა.
26-ე წუთზე ერთ-ერთი კონტრიერიშის დროს, გეგეჭკორი-ლომია-შულაიას მონაწილეობით, ხელსაყრელი მომენტი შეექმნა “მერანს”, თუმცა გეგეჭკორმა თავად გადაწყვიტა “დინამოს” კარის დალაშქვრა და დარტყმა არ გამოუვიდა ზუსტი, არადა უფრო კარგ პოზიციაზე მყოფ საბა ლომიასთვის რომ გადაეწოდებინა, შესაძლოა ანგარიშიც გახსნილიყო.
29-ე წუთზე დინამოელებს ანგარიშის გახსნის ყველაზე რეალური მომენტი შეექმნათ. კართან ახლოს მყოფ დიმიტრი ტატანაშვილს ბურთი რიკოშეტით მიუვიდა, თუმცა მამალაძემ ჩინებულად ითამაშა და საკუთარი გუნდი იხსნა გაშვებული გოლისგან.
მატჩის 35-ე წუთზე მარტვილელი გულშემატკივარი თერთმეტმეტრიანის დანიშვნას ითხოვდა. ფონიავამ მეტოქე ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა და საჯარიმოში შესული საეჭვოდ წაიქცა, თუმცა მთავარმა მსაჯმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა და ფონიავა ყვითელი ბარათით დასაჯა.
მასპინძლებმა პირველ ტაიმში მაინც შეძლეს გოლის გატანა. აკაკი შულაიას წაქცევისთვის დანიშნული საჯარიმო დარტყმა ფონიავამ კარგად შეასრულა, “დინამოს” საჯარიმოში ყველას ლევან გეგეჭკორმა დაასწრო და თავური დარტყმით მრავალრიცხოვანი ადგილობრივი გულშემატკივარი გაახარა 1:0.
ანგარიშიდან გამომდინარე, “მერანმა” მეორე ნახევარში თამაში უფრო დაამშვიდა და კონტრიერიშებით სცადა მატჩის გამწვავება. რაც შეეხება ბათუმის “დინამოს”, ეს გუნდი ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი შემთხვევით არაა და დალაგებულ, კარგ ფეხბურთს თამაშობს. სტუმრების ერთი-ერთი შეტევის დროს ქავთარაძეს გეგეჭკორი დაუხვდა ფლანგზე, ორთაბრძოლაში გეგეჭკორი წაიქცა და მაყურებელი ჯარიმის დანიშვნას ითხოვდა, თუმცა მსაჯმა თამაშის წესების დარღვევა არ დააფიქსირა და ქავთარაძეს თამაშის გაგრძელების ნიშანი მისცა, საბოლოოდ ქავთარაძის პასით გიორგი ბერიაშვილმა ახლო მანძილიდან დარტმით ანგარიში გაათანაბრა 1:1.
გაშვებული გოლის შემდეგ მერანელებმა მოუმატეს და თამაშის შემოტრიალება სცადეს. მასპინძლეთაგან განსაკუთრებით აქტიურობდა კიჭი მელიავა, რომელმაც სიღრმიდან რამდენიმე სახიფათო იერიში წამოიწყო, თუმცა სათანადო დაგვირგვინება ამ შეტევებს არ მოჰყოლია.
კარგი შანსი ჰქონდა ასევე საბა ლომიას, როდესაც გეგეჭკორის გადაცემის შემდეგ ქუსლით, ეფექტური დარტყმით ცდილობდა თავისი გუნდის ანგარიშში დაწინაურებას, თუმცა ალავიძე მიუხვდა ჩანაფიქრს და ნახტომში დაეუფლა ბურთს.
89-ე წუთზე კი სტუმრების მხრიდან ფლანგიდან გიორგი ქავთარაძემ შესანიშნავად ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ 2 მერანელი მცველი იყო, ადვილად შევიდა საჯარიმოში და ახლო მანძილიდან დარტყმით ანგარიში 1:2 გახადა.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში “მერანი” ბევრს ეცადა თამაშის გადარჩენას, თუმცა, უშედეგოდ. “დინამო” კი ამ გამარჯვებით სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა. ამრიგად, მარტვილის განახლებულ სტადიონზე “მერანმა” მეორე მარცხი იწვნია. ეროვნული ჩემპიონატის მომდევნო შეხვედრას მარტვილელები 18 მარტს ზუგდიდში გამართავენ “ზუგდიდის” წინააღმდეგ.
13 მარტი. მარტვილი. მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონი
“მერანი” (მარტვილი) – “დინამო” (ბათუმი) 1:2 (1:0)
“მერანი”: მამალაძე, მელიავა, ორბელაძე, ლომაშვილი, ი. ციცხვაია, ქიქავა, ჯღამაია (წურწუმია, 74), ფონიავა, გეგეჭკორი, შულაია (კიკნაველიძე, 72), ლომია, (დ. ციცხვაია, 79).
სათადარიგოები: ბეგაშვილი, კუშნირი, ქაჯაია, რუხაია.
მთავარი მწვრთნელი: შალვა ღონღაძე
“დინამო”: ალავიძე, ტეტუნაშვილი, მგელაძე, მახარაძე, სუხიაშვილი, შონია, ვარშანიძე (თევდორაძე, 72), მაკარიანი (ჭკუასელი, 46), ქავთარაძე, ტატანაშვილი (აბუსელიძე, 62), ბერიაშვილი.
თავარი მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
გოლები: გეგეჭკორი (38), ქავთარაძე (66), ბერიაშვილი (89)
გაფრთხილება: ფონიავა (35), სუხიაშვილი (37), ჭკუასელი (63)
მთავარი მსაჯი: ბაკურ ნინუა
1. | დინამო ბთ. | 19 | 11 | 3 | 5 | 24:15 | 36 | |
2. | დინამო თბ. | 18 | 11 | 2 | 5 | 31:17 | 35 | |
3. | დილა | 18 | 10 | 4 | 4 | 25:15 | 34 | |
4. | ცხინვალი | 19 | 10 | 3 | 6 | 20:23 | 33 | |
5. | სამტრედია | 19 | 9 | 4 | 6 | 22:15 | 31 | |
6. | ჩიხურა | 18 | 7 | 5 | 6 | 21:21 | 26 | |
7. | გურია | 18 | 6 | 7 | 5 | 18:25 | 25 | |
8. | შუქურა | 18 | 6 | 6 | 6 | 18:18 | 24 | |
9. | ზესტაფონი | 19 | 5 | 8 | 6 | 37:30 | 23 | |
10. | მეტალურგი | 18 | 6 | 5 | 7 | 19:19 | 23 | |
11. | მერანი | 19 | 5 | 7 | 7 | 15:17 | 22 | |
12. | კოლხეთი | 18 | 5 | 6 | 7 | 15:19 | 21 | |
13. | ტორპედო | 18 | 3 | 9 | 6 | 19:21 | 18 | |
14. | ზუგდიდი | 18 | 4 | 6 | 8 | 10:19 | 18 | |
15. | სიონი | 19 | 4 | 5 | 10 | 17:29 | 17 | |
16. | ვიტ ჯორჯია | 18 | 3 | 4 | 11 | 16:24 | 13 |
მეგოლეები:
10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია)
8- ირაკლი მოდებაძე (დილა)
7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი)
6 – დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი/სიონი), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), გიორგი ილურიძე, ირაკლი სიხარულიძე (ორივე - ზესტაფონი)
5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), კობა შალამბერიძე (გურია),Lლაშა შინდაგორიძე (ცხინვალი)
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლია ქვს გატანილი);
- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა
- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ხან როგორ ხან როგორ :-D მე ამისი ჟილკიანობა უფრო მეტად მომწონს იმართლე გითხრა, ყველა თავისი გადასახედიდან ხედავს, თუმცაღა მას ბევრი ტიტული აქ და ბევრსაც მოიგებს დარწმუნებული ვარ
maradona86
მოხსენი ფლანგის მცველი შემოიყვანე თავდამსხმელი და ვინგერი ჩამოწიე უკან დაცვისკენ ამართლებს ნუ ორი მატჩია ცარდიფთან და ნორვიჩთან ორივეში 1-1 ზე გააკეთა და ერთში 3-1 მოიგო მეორეში 4-1
დაიკიდე მოუ
ჟოზე მართლაც "განსაკუთრებულია": ზოგს მოსწონს, ზოგს უყვარს, ზოგს არ მოსწონს და ზოგიც ვერ იტანს :-D ნიჭიერია ფაქტია ამაზე მისი ტიტულებიც მოწმობს... მე ყველაზე მეტად მისი შემტევი ავანტიურა მიზიდავს, თუ მისი გუნდი აგებს ყველა შემტევს ბრძოლაში რთავს ბევრჯერ არ ამართლებს მაგრამ მთავარი გამარჯვებისკენ შეუპოვარი ლტოლვაა.. მგონი სხვა სფეროებშიც წარმატებული და "განსაკუთრებული" იქნებოდა!
ისე მეჩვენება თუ რაც ჟოზე რეალის მწვრთნელი აღარ არის,მასმედიის ყურადღების ცენტრის იქით გადაინაცვლა!? თითქოს აღარ არის მასზე იმხელა ინტერესი? თუნდაც ამ ფორუმის მაგალითით ავიღო:
ჟოზე 30 კომენტარზე მეტს ვეღარ აგროვებს...
რეალის მწვრთნელობისას კი ზოგჯერ მაგის პრესკონფერენციას უფრო ფართო აუდიტორია ყავდა, ვიდრე პრემიერ მინისტრისას...
რეალის მწვრთნელი კიარა მოუ ყურადღების ცენტრში ყოველთვის არის და იქნება უბრალოდ დალაგებული სიტუაცია ჩელსიში რეალივით ალიაქოთი არმიდის და ნაკლებ გამომწვევადაც იქცევა თვითონაც
1 სეზონი იყო რეალში ალიაქოთი
არ გეჩვენება ,მხოლოდ ერთი მიზეზი არის მაგის რეალი ,რეალი და კიდევ ერთხელ რეალი
Por que?? por que?? por que??
სადაც ჟოზეა მანდ უკვე ესპანურად აღარ მეტყველებს...ახლა ინგლისურად იძახის vai?vai? vai? D: