ფეხბურთი

17:59 | 13.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ობამეიანგმა გულშემატკივართა კითხვებს უპასუხა

გერმანული “დორტმუნდის” გაბონელმა თავდამსხმელმა პიერ ობამეიანგმა ჩემპიონთა ლიგის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გულშემატკივართა კითხვებს უპასუხა.

- თქვენი საყვარელი ფილმი?

- “დასაწყისი”.

- რატომ აღნიშნავთ გატანილ გოლს ორიგინალურად?

- ყოველთვის მიყვარდა კომიქსები. ფეხბურთი ჩემი სამუშაოა, მაგრამ მუდამ რჩება გართობადაც. ხალხი სტადიონზე შოუს საყურებლადაც მოდის.

- როგორ თამაშობთ მარკო როისთან ერთად?

- უნდა გქონდეს ორი თვისება. იყო ძლიერი და საკუთარი თავის წარმოჩენა უმაღლეს დონეზე შეგეძლოს.

- თქვენი იდეალი?

- ბრაზილიელი რონალდო.

- ვის შეიძენდით “დორტმუნდისთვის?

- ნეიმარს.

- რომელ მუსიკას უსმენთ თამაშის დაწყებამდე?

- მხოლოდ და მხოლოდ გასახდელის მუსიკას. თუმცა, ჰიპ ჰოპი ძალიან მომწონს.

- რას ფიქრობთ, “დორტმუნდის” გულშემატკივრების შესახებ?

- ფანტასტიურები არიან, ევროპაში საუკეთესოები.

- საყვარელი საკვები?

- “კრეპესი”, რომელსაც დედა ჩემთვის ამზადებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107552