მელბურნში, ალბერტ პარკის ტრეკზე სტარტი აიღო ფორმულა ერთის 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატმა. და პირველივე თავისუფალმა პრაქტიკებმა აჩვენა, რომ შეგვიძლია, ის გასული სეზონის ერთგვარ გაგრძელებად ჩავთვალოთ - ტრასაზე ისევ „მერსედესის“ პილოტები დომინირებენ, დანარჩენები სამქიმიანთა „ნასუფრალისთვის“ იბრძოლებენ. ყოველ შემთხვევაში, პირველ ორ პრაქტიკაზე, გერმანული გუნდის ორივე პილოტი სხვებზე თითქმის წამით წინაა.
ორივე პრაქტიკაზე უსწრაფესი ნიკო როსბერგი იყო, ვინც გასული სეზონი ავსტრალიაში გამარჯვებით დაიწყო. მან ჯერ 0.029 წამით აჯობს ლუის ჰამილტონს, შემდეგ კი - 0.100 წამით. ორივემ კი პირველი პრაქტიკის დრო თითქმის ორი წამით გააუმჯობესა. „რა თქმა უნდა, შესანიშნავი დასაწყისია, რაც კვალიფიკაციის და რბოლის წინ, თავდაჯერებულობას გვმატებს“, - განცხადა როსბერგმა.
ორი პრაქტიკის ჯამში, სამქიმიანებთან ყველაზე ახლოს „ფერარის“ პილოტები არიან. სებასტიან ფეტელმა კი „შიდა გარჩევაში“ 0.4 წამით აჯობა კიმი რაიკონენს. თუმცა ფინელმა განაცხადა, ეს ჩემი საუკეთესო გამოსვლა არ იყოო. სხვათა შორის, მარანელოელთა სისწრაფით გაოცებული დარჩა ფელიპე მასა, რომელმაც მეორე პრაქტიკაზე, ძრავის გამაგრილებელ სისტემაში წარმოქმნილი გაუმართაობის გამო ვერ იასპარეზა.
მეორე სესიაზე მისი ხვედრი დანიელ რიკარდომაც გაიზიარა. მან პირველ პრაქტიკაზეც მხოლოდ ცხრა წრის გავლა შეძლო, შემდეგ კი მის მანქანაზე აგრეგატი გაჭირვეულდა, რომელიც გამოსაცვლელი გახდა. მაგრამ ახლის დაყენება მეორე პრაქტიკის დროსაც ვერ მოესწრო.
პირველ პრაქტიკაზე თავი გამოიჩინა ფ1-ის ახალბედა კარლოს საინს უმცროსმა, ვინც მეოთხე დრო დააფიქსირა. ესპანელი მეორე პრაქტიკაზე მე-7 დროს დასჯერდა. პირველზე მას მხარი ფ1-ის კიდევ ერთმა დებიუტანტმა, მისმა თანაგუნდელმა მაქს ფერსტაპენმაც აუბა, ვისაც მე-6 დრო ჰქონდა. მაგრამ ჰოლანდიელი მეორე სესიაზე მე-14 შედეგს დასჯერდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, „მაკლარენმა“ თავი ვერაფრით გამოიჩინა, თუმცა არავისთვისაა დასამალი, რომ უოკინგელებისთვის პირველი ეტაპები სატესტო იქნება. ორივე პრაქტიკა გააცდინა „მენორმა“ , თუმცა ბრიტანული გუნდი იმედოვნებს, რომ კვალიფიკაციისთვის მომზადებას მოასწრებს.
ავსტრალიის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
- ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:29.557
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:29.586
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:30.748
- კარლოს საინს უმცროსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:31.014
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:31.029
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 1:31.067
- ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:31.188
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:31.310
- პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 1:31.451
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:31.570
- დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:32.073
- სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:32.247
- ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:32.261
- ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:34.542
- კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი) 1:34.785
- რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 2:17.782
- მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი) დროის გარეშე
- ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) დროის გარეშე
- უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი) დროის გარეშე
- რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი) დროის გარეშე
მეორე თავისუფალი პრაქტიკა
- ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:27.697
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:27.797
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:28.412
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:28.842
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:29.265
- დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:30.016
- კარლოს საინს უმცროსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:30.071
- პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 1:30.104
- რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:30.205
- ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:30.473
- ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:30.755
- სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:30.980
- ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:31.387
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 1:31.395
- მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:32.303
- კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი) 1:33.289
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) დროის გარეშე
- ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) დროის გარეშე
- უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი) დროის გარეშე
- რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი) დროის გარეშე







