ვეტერანი კამერუნელი კალათბურთელი ცენტრალური თავდამსხმელი პლასიდე როდუმტა აქტიურ სპორტს დაუბრუნდა და “ა” ლიგის წევრ თსუ-ში ჩაირიცხა.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” თსუ-ს მთავარმა მწვრთნელმა ნუგზარ ჭეიშვილმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ როდუმტა 15 წელი იქნება რაც საქართველოში იმყოფება. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს რამდენიმე წამყვან გუნდში მოასწრო თამაში და ქართულ კალათბურთში დღეს არსებული ყველა ტიტული აქვს მოგებული.
ამჟამად როდუმტა ქართველ მეუღლესა და 3 შვილთან ერთად ქალაქ რუსთავში ცხოვრობს.







